---
title: "მუხლი 193. ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მოცულობა — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16270-sakartvelos-zogadi-administratsiuli-kodeksi/193"
law: "საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი"
article: "193"
identifier: "2181"
adopted: "1999-06-25"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 193. ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მოცულობა — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, მუხლი 193 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16270-sakartvelos-zogadi-administratsiuli-kodeksi/193

1. თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო იხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს მასში აღნიშნული მოთხოვნის ფარგლებში, ხოლო კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეუძლია გასცდეს მათ.

2. თუ შეუძლებელია გადაწყვეტილების მიღება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მხოლოდ გასაჩივრებული ნაწილის მიმართ, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ორგანო ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენი პირის წერილობითი თანხმობით გადაწყვეტილებას იღებს მთლიანად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, ხოლო ამ პირის უარის შემთხვევაში – გამოაქვს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16270-sakartvelos-zogadi-administratsiuli-kodeksi/192.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16270-sakartvelos-zogadi-administratsiuli-kodeksi/194.md
