---
title: "მუხლი 204. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ხარჯები — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16270-sakartvelos-zogadi-administratsiuli-kodeksi/204"
law: "საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი"
article: "204"
identifier: "2181"
adopted: "1999-06-25"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 204. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების ხარჯები — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, მუხლი 204 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16270-sakartvelos-zogadi-administratsiuli-kodeksi/204

1. არ შეიძლება დაწესდეს სახელმწიფო ბაჟი ან რამე გადასახადი ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისათვის.

2. ყოველი მხარე თვითონ აანაზღაურებს მის მიერ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გაწეულ ადმინისტრაციული წარმოების ხარჯებს.

3. საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარის მიერ ადვოკატის ან სხვა წარმომადგენლისათვის გაწეულ ხარჯებს აანაზღაურებს მხოლოდ ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარის გადახდისუუნარობის შემთხვევაში.

4. (ამოღებულია).
საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №772 - სსმ I, №6, 20.03.2001წ., მუხ.8

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16270-sakartvelos-zogadi-administratsiuli-kodeksi/203.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16270-sakartvelos-zogadi-administratsiuli-kodeksi/205.md
