---
title: "მუხლი 51. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმა — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16270-sakartvelos-zogadi-administratsiuli-kodeksi/51"
law: "საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი"
article: "51"
identifier: "2181"
adopted: "1999-06-25"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 51. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმა — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, მუხლი 51 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16270-sakartvelos-zogadi-administratsiuli-kodeksi/51

1. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცემა წერილობით ან ზეპირად.

2. დაინტერესებული მხარის მოთხოვნით, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ზღუდავს პირის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს, ასევე კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებიდან 3 დღის ვადაში უნდა გამოიცეს წერილობით.

3. ზეპირად გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე არ ვრცელდება ამ კოდექსის 52-ე–58-ე მუხლების მოთხოვნები. „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გამოცემულ ელექტრონულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე ვრცელდება ამ კოდექსის 54-ე−58-ე მუხლების მოთხოვნები, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1801 - სსმ I, №37, 14.07.2005წ., მუხ.245
საქართველოს 2017 წლის 28 ივნისის კანონი №1109 - ვებგვერდი, 10.07.2017წ.
საქართველოს 2021 წლის 30 მარტის კანონი №419 – ვებგვერდი, 13.04.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16270-sakartvelos-zogadi-administratsiuli-kodeksi/50.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16270-sakartvelos-zogadi-administratsiuli-kodeksi/52.md
