---
title: "მუხლი 52. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის რეკვიზიტები — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16270-sakartvelos-zogadi-administratsiuli-kodeksi/52"
law: "საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი"
article: "52"
identifier: "2181"
adopted: "1999-06-25"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 52. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის რეკვიზიტები — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, მუხლი 52 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16270-sakartvelos-zogadi-administratsiuli-kodeksi/52

1. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს:
ა) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სახეს;
ბ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ორგანოს;
გ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათაურს;
დ) უფლებამოსილი თანამდებობის პირის გვარს, სახელსა და ხელმოწერას;
ე) გამოცემის დროსა და ადგილს;
ვ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ორგანოს მიერ მინიჭებულ სარეგისტრაციო ნომერს.

2. წერილობითი ფორმით გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის ორგანო, რომელშიც შეიძლება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება, მისი მისამართი და საჩივრის წარდგენის ვადა.

3. საქართველოს სახელმწიფო ორგანოს მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე გამოსახული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო გერბი. მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე საკუთარი გერბის არსებობის შემთხვევაში გამოისახება საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი (მაყურებლიდან მარცხენა მხარის ზედა კუთხეში) და შესაბამისი მუნიციპალიტეტის გერბი (მაყურებლიდან მარჯვენა მხარის ზედა კუთხეში), ხოლო საკუთარი გერბის არარსებობის შემთხვევაში – მხოლოდ საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი (ცენტრში).
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1801 - სსმ I, №37, 14.07.2005წ., მუხ.245
საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1698 - სსმ I, №29, 12.10.2009 წ., მუხ.181
საქართველოს 2010 წლის 20 აპრილის კანონი №2947 - სსმ I, №23, 04.05.2010 წ., მუხ.126
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6880 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16270-sakartvelos-zogadi-administratsiuli-kodeksi/51.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16270-sakartvelos-zogadi-administratsiuli-kodeksi/52-1.md
