---
title: "მუხლი 75. ადმინისტრაციული წარმოების მონაწილე — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16270-sakartvelos-zogadi-administratsiuli-kodeksi/75"
law: "საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი"
article: "75"
identifier: "2181"
adopted: "1999-06-25"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 75. ადმინისტრაციული წარმოების მონაწილე — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, მუხლი 75 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16270-sakartvelos-zogadi-administratsiuli-kodeksi/75

1. ამ კოდექსით დადგენილი წესით ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის უფლება აქვს:
ა) განმცხადებელს;
ბ) ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც უფლებამოსილია აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება მიიღოს;
გ) პირს, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით ენიჭება ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის უფლება;
დ) სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
ე) დაინტერესებულ მხარეს.

2. ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირი უნდა იყოს სპეციალიზებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სპეციალიზაციის სტანდარტების შესაბამისად.

3. ადმინისტრაციული ორგანო უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების სრულ ხელმისაწვდომობას „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №5011 – ვებგვერდი, 27.09.2019წ.
საქართველოს 2020 წლის 21 მაისის კანონი №5911 – ვებგვერდი, 25.05.2020წ.
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6828 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16270-sakartvelos-zogadi-administratsiuli-kodeksi/74.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16270-sakartvelos-zogadi-administratsiuli-kodeksi/76.md
