---
title: "მუხლი 84. სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16270-sakartvelos-zogadi-administratsiuli-kodeksi/84"
law: "საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი"
article: "84"
identifier: "2181"
adopted: "1999-06-25"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 84. სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, მუხლი 84 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16270-sakartvelos-zogadi-administratsiuli-kodeksi/84

1. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განცხადების 78-ე მუხლთან შესაბამისობის დადგენიდან 3 დღის განმავლობაში განცხადების და მასზე დართული დოკუმენტების ასლი გაუგზავნოს იმ ადმინისტრაციულ ორგანოს ან საზოგადოებრივ ექსპერტს, რომელსაც კანონმდებლობით მინიჭებული აქვს ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის უფლება.

2. თუ კანონმდებლობით სხვა ვადა არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო ან/და საზოგადოებრივი ექსპერტი დასკვნას წარადგენს ორი კვირის ვადაში.

3. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, განსაზღვრულ ვადაში ადმინისტრაციული ორგანოს ან/და საზოგადოებრივი ექსპერტის მიერ დასკვნის წარუდგენლობა ან უარყოფითი დასკვნის წარდგენა არ დააბრკოლებს განცხადების განხილვას და მასში დასმული საკითხების გადაწყვეტას.
საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №772 - სსმ I, №6, 20.03.2001წ., მუხ.8

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16270-sakartvelos-zogadi-administratsiuli-kodeksi/83.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16270-sakartvelos-zogadi-administratsiuli-kodeksi/85.md
