---
title: "მუხლი 99. ადმინისტრაციული წარმოების მასალების გაცნობის უფლება — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16270-sakartvelos-zogadi-administratsiuli-kodeksi/99"
law: "საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი"
article: "99"
identifier: "2181"
adopted: "1999-06-25"
consolidated_as_of: "2025-12-17"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 99. ადმინისტრაციული წარმოების მასალების გაცნობის უფლება — საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

> Text consolidated as of 2025-12-17. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, მუხლი 99 (consolidated as of 2025-12-17), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16270-sakartvelos-zogadi-administratsiuli-kodeksi/99

1. ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაეცნოს ადმინისტრაციული წარმოების მასალებს, გარდა იმ მასალებისა, რომლებიც წარმოადგენს უშუალოდ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებასთან დაკავშირებულ, შიდაუწყებრივი ხასიათის დოკუმენტაციას.

2. თუ დოკუმენტის გაცნობის ინტერესი აღემატება საიდუმლოების დაცვის ინტერესს, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით დაინტერესებულ მხარეს გასაცნობად წარედგინება საქმის ის მასალებიც, რომლებიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას.

3. დაინტერესებული მხარე ადმინისტრაციული წარმოების მასალებს გაეცნობა იმ ადმინისტრაციულ ორგანოში, რომელიც ახორციელებს ადმინისტრაციულ წარმოებას.

4. განსაკუთრებულ შემთხვევაში დაინტერესებული მხარე წერილობითი თხოვნის საფუძველზე ადმინისტრაციული წარმოების მასალებს შეიძლება გაეცნოს სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში , აგრეთვე სხვა სახელმწიფოში არსებულ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობა ში ან საკონსულო დაწესებულებაში .

5. ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს, მოითხოვოს ადმინისტრაციულ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების ასლები. ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს პერსონალური მონაცემების, სახელმწიფო ან კომერციული საიდუმლოების შემცველი საქმის მასალების ასლები გადაეცემა მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით.

6. არ შეიძლება დაწესდეს რაიმე გადასახადი ან შეიქმნას სხვა დაბრკოლება დოკუმენტის ან სხვა მასალის ასლის მისაღებად, ასლის გადაღებისათვის, აგრეთვე ფოსტის მეშვეობით გაგზავნისათვის, საჭირო თანხის ანაზღაურების გარდა.
საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №772 - სსმ I, №6, 20.03.2001წ., მუხ.8
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1801 - სსმ I, №37, 14.07.2005წ., მუხ.245
საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6327 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.
საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №6439– ვებგვერდი, 22.06.2012წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16270-sakartvelos-zogadi-administratsiuli-kodeksi/98.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16270-sakartvelos-zogadi-administratsiuli-kodeksi/100.md
