---
title: "მუხლი 109. განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/109-ganzrakh-mkvleloba-damamdzimebel-garemoebashi"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
article: "109"
identifier: "2287"
adopted: "1999-07-22"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 109. განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 109 (consolidated as of 2026-06-25), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/109-ganzrakh-mkvleloba-damamdzimebel-garemoebashi

განზრახ მკვლელობა: ა) მძევლად ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით; ბ) ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას; გ) სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით; დ) დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალისა; ე) დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანისა, უმწეო მდგომარეობაში მყოფისა ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისა; ვ) ხულიგნური ქვენა გრძნობით; ზ) რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო; თ) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო; ი) ჯგუფურად; კ) ოჯახის წევრის მიმართ; ლ) ორი ან ორზე მეტი პირისა; მ) განსაკუთრებული სისასტიკით; ნ) ანგარებით ან შეკვეთით; ო) მსხვერპლის სხეულის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის გადანერგვის ანდა სხვაგვარად გამოყენების მიზნით; პ) არაერთგზის (გარდა ამ კოდექსის 110-ე–114-ე მუხლებით გათვალისწინებული მკვლელობებისა); ჟ) მსხვერპლის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ საქმიანობასთან ან საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. შენიშვნა: ამ კოდექსში ახლო ნათესავად მიიჩნევა: მშობელი, მშვილებელი, შვილი, მინდობით აღსაზრდელი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 – სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45 საქართველოს 2000 წლის 30 მაისის კანონი №333 – სსმ I, №20, 31.05.2000 წ., მუხ.51 საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2458 – სსმ I, №21, 15.07.2003 წ., მუხ.149 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90 საქართველოს 2010 წლის 16 ივლისის კანონი №3446 - სსმ I, №44, 28.07.2010წ., მუხ.274 საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №754 - ვებგვერდი, 24.05.2017წ. საქართველოს 2018 წლის 30 მაისის კანონი №2395 – ვებგვერდი, 08.06.2018წ. საქართველოს 2018 წლის 30  ნოემბრის კანონი №3772 – ვებგვერდი, 14.12.2018წ. საქართველოს 2022 წლის 24 მაისის კანონი №1580 – ვებგვერდი, 06.06.2022წ. საქართველოს 2025 წლის 2 აპრილის კანონი №431 – ვებგვერდი, 04.04.2025წ.

## ამ მუხლთან დაკავშირებული სერვისები Legal.Ge-ზე

- [აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება (მუხლი 113)](https://legal.ge/ka/service/crim-siskhlis-samartali-ka/autsilebeli-mogeriebis-farglebis-gadatsileba-mukhli-113-ka) (11 ვერიფიცირებული სპეციალისტი)
- [განზრახ მკვლელობა (მუხლი 108) - ადვოკატი](https://legal.ge/ka/service/crim-siskhlis-samartali-ka/ganzrakh-mkvleloba-mukhli-108-advokati-ka) (11 ვერიფიცირებული სპეციალისტი)
- [განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში (მუხლი 109)](https://legal.ge/ka/service/crim-siskhlis-samartali-ka/ganzrakh-mkvleloba-damamdzimebel-garemoebashi-mukhli-109-ka) (11 ვერიფიცირებული სპეციალისტი)
- [დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობა (მუხლი 109)](https://legal.ge/ka/service/crim-siskhlis-samartali-ka/damamdzimebel-garemoebashi-chadenili-mkvleloba-mukhli-109-ka) (11 ვერიფიცირებული სპეციალისტი)

## ვერიფიცირებული სპეციალისტები Legal.Ge-ზე

- [გიორგი გუბელაძე](https://legal.ge/ka/specialists/giorgi-gubeladze-ka) — ადვოკატი გიორგი გუბელაძე; კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით
- [ელვინ შეირიევი](https://legal.ge/ka/specialists/elvin-sheirievi-ka) — საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი; კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით
- [ლიზი ლომთაძე](https://legal.ge/ka/specialists/lizi-lomtadze-ka) — სისხლის სამართლის ადვოკატი; კონსულტაცია: ₾50
- [ნესტან ანანიძე](https://legal.ge/ka/specialists/nestan-ananidze-ka) — სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება; კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით
- [ლაშა სტურუა](https://legal.ge/ka/specialists/lasha-sturua-ka) — საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი; კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით
- [სულხან კომახიძე](https://legal.ge/ka/specialists/sulkhan-komakhidze-ka) — ადვოკატი; კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სპეციალისტების სრული სია — სისხლის სამართალი: https://legal.ge/ka/specialists?l1=crim-siskhlis-samartali-ka

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/108-ganzrakh-mkvleloba.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/110-mkvleloba-mskhverplis-tkhovnit.md
