---
title: "მუხლი 118. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/118-janmrtelobis-ganzrakh-naklebad-mdzime-dazianeba"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
article: "118"
identifier: "2287"
adopted: "1999-07-22"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 118. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 118 (consolidated as of 2026-06-25), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/118-janmrtelobis-ganzrakh-naklebad-mdzime-dazianeba

1. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისთვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან ან საერთო შრომისუნარიანობის მყარ, ერთ მესამედზე ნაკლებად დაკარგვასთან, – ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თვრამეტ თვემდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

2. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ჩადენილი ამ კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას ანდა იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ან ამ კოდექსის 108-ე ან 109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 – სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90 საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3530 - სსმ I, №37, 07.08.2006 წ., მუხ.271 საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის  კანონი №944 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. საქართველოს 2018 წლის 30 მაისის კანონი №2395 – ვებგვერდი, 08.06.2018წ. საქართველოს 2022 წლის 24 მაისის კანონი №1580 – ვებგვერდი, 06.06.2022წ.

## ამ მუხლთან დაკავშირებული სერვისები Legal.Ge-ზე

- [განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში (მუხლი 109)](https://legal.ge/ka/service/crim-siskhlis-samartali-ka/ganzrakh-mkvleloba-damamdzimebel-garemoebashi-mukhli-109-ka) (11 ვერიფიცირებული სპეციალისტი)
- [ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება (მუხლი 117) - ადვოკატი](https://legal.ge/ka/service/crim-siskhlis-samartali-ka/janmrtelobis-ganzrakh-mdzime-dazianeba-mukhli-117-advokati-ka) (11 ვერიფიცირებული სპეციალისტი)
- [ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება (მუხლი 118)](https://legal.ge/ka/service/crim-siskhlis-samartali-ka/janmrtelobis-ganzrakh-naklebad-mdzime-dazianeba-mukhli-118-ka) (11 ვერიფიცირებული სპეციალისტი)
- [ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით (მუხლი 124)](https://legal.ge/ka/service/crim-siskhlis-samartali-ka/janmrtelobis-naklebad-mdzime-dazianeba-gaufrtkhileblobit-mukhli-124-ka) (11 ვერიფიცირებული სპეციალისტი)

## ვერიფიცირებული სპეციალისტები Legal.Ge-ზე

- [გიორგი გუბელაძე](https://legal.ge/ka/specialists/giorgi-gubeladze-ka) — ადვოკატი გიორგი გუბელაძე; კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით
- [ელვინ შეირიევი](https://legal.ge/ka/specialists/elvin-sheirievi-ka) — საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი; კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით
- [ლიზი ლომთაძე](https://legal.ge/ka/specialists/lizi-lomtadze-ka) — სისხლის სამართლის ადვოკატი; კონსულტაცია: ₾50
- [ნესტან ანანიძე](https://legal.ge/ka/specialists/nestan-ananidze-ka) — სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება; კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით
- [ლაშა სტურუა](https://legal.ge/ka/specialists/lasha-sturua-ka) — საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი; კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით
- [სულხან კომახიძე](https://legal.ge/ka/specialists/sulkhan-komakhidze-ka) — ადვოკატი; კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სპეციალისტების სრული სია — სისხლის სამართალი: https://legal.ge/ka/specialists?l1=crim-siskhlis-samartali-ka

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/117-janmrtelobis-ganzrakh-mdzime-dazianeba.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/119.md
