---
title: "მუხლი 142². შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის უფლებების შეზღუდვა — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/142-2"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
article: "142^2"
identifier: "2287"
adopted: "1999-07-22"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 142². შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის უფლებების შეზღუდვა — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 142² (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/142-2

1. შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისათვის კანონით ან/და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით მინიჭებული უფლების განხორციელებაზე უარის თქმა, რამაც არსებითად ხელყო მისი უფლება, − ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

2. იგივე ქმედება: ა) ჩადენილი არაერთგზის; ბ) ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; გ) ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით; დ) რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. შენიშვნა : ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან / და ჯარიმით . საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი №2355 – სსმ I, №18, 24.06.2003 წ., მუხ.117 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90 საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2393 - ვებგვერდი, 07.05.2014წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №944 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/142-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/143.md
