---
title: "მუხლი 150. იძულება — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/150-idzuleba"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
article: "150"
identifier: "2287"
adopted: "1999-07-22"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 150. იძულება — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 150 (consolidated as of 2026-06-25), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/150-idzuleba

1. ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ; ბ) ჯგუფურად; გ) არაერთგზის, – ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით თვრამეტ თვემდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2458 – სსმ I, №21, 15.07.2003 წ., მუხ.149 საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №763 - ვებგვერდი, 25.05.2017წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №944 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. საქართველოს 2018 წლის 30 მაისის კანონი №2395 – ვებგვერდი, 08.06.2018წ.

## ამ მუხლთან დაკავშირებული სერვისები Legal.Ge-ზე

- [თავისუფლების უკანონო აღკვეთა (მუხლი 143)](https://legal.ge/ka/service/crim-siskhlis-samartali-ka/tavisuflebis-ukanono-aghkveta-mukhli-143-ka) (11 ვერიფიცირებული სპეციალისტი)
- [თავისუფლების უკანონო აღკვეთა (მუხლი 143) - ადვოკატი](https://legal.ge/ka/service/crim-siskhlis-samartali-ka/tavisuflebis-ukanono-aghkveta-mukhli-143-advokati-ka-2) (11 ვერიფიცირებული სპეციალისტი)
- [იძულება (მუხლი 150) - ადვოკატი საქართველოში](https://legal.ge/ka/service/crim-siskhlis-samartali-ka/idzuleba-mukhli-150-advokati-saqartveloshi-ka) (11 ვერიფიცირებული სპეციალისტი)
- [სქესობრივი კავშირის იძულება (მუხლი 139) - ადვოკატი](https://legal.ge/ka/service/crim-siskhlis-samartali-ka/sqesobrivi-kavshiris-idzuleba-mukhli-139-advokati-ka) (11 ვერიფიცირებული სპეციალისტი)

## ვერიფიცირებული სპეციალისტები Legal.Ge-ზე

- [გიორგი გუბელაძე](https://legal.ge/ka/specialists/giorgi-gubeladze-ka) — ადვოკატი გიორგი გუბელაძე; კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით
- [ელვინ შეირიევი](https://legal.ge/ka/specialists/elvin-sheirievi-ka) — საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი; კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით
- [ლიზი ლომთაძე](https://legal.ge/ka/specialists/lizi-lomtadze-ka) — სისხლის სამართლის ადვოკატი; კონსულტაცია: ₾50
- [ნესტან ანანიძე](https://legal.ge/ka/specialists/nestan-ananidze-ka) — სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება; კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით
- [ლაშა სტურუა](https://legal.ge/ka/specialists/lasha-sturua-ka) — საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი; კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით
- [სულხან კომახიძე](https://legal.ge/ka/specialists/sulkhan-komakhidze-ka) — ადვოკატი; კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სპეციალისტების სრული სია — სისხლის სამართალი: https://legal.ge/ka/specialists?l1=crim-siskhlis-samartali-ka

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/149-psikiatriul-saavadmqoposhi-ukanono-motavseba-an-dakaveba.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/150-1-korwinebis-idzuleba.md
