---
title: "მუხლი 17¹. რეკეტი, რეკეტული დაჯგუფება, რეკეტირი — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/17-1-reketi-reketuli-dajgupeba-reketiri"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
article: "17^1"
identifier: "2287"
adopted: "1999-07-22"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 17¹. რეკეტი, რეკეტული დაჯგუფება, რეკეტირი — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 17¹ (consolidated as of 2026-06-25), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/17-1-reketi-reketuli-dajgupeba-reketiri

1. რეკეტი არის შემოსავლის ან სხვაგვარი ქონებრივი სარგებლის სისტემატურად მიღების მიზნით წარმოებული არაერთჯერადი და ორგანიზებული საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია განზრახი დანაშაულის ჩადენასთან (თუ ნასამართლობა არ არის გაქარწყლებული ან მოხსნილი), თუ იგი განხორციელდა ორჯერ მაინც ხუთი კალენდარული წლის განმავლობაში, რომელშიც არ შედის რეკეტირის დაპატიმრებისა და სასჯელის მოხდის ვადა.

2. რეკეტულ დაჯგუფებად ითვლება თავისი საქმიანობით რეკეტთან დაკავშირებული იურიდიული პირი, აგრეთვე ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირთა ნებისმიერი გაერთიანება.

3. რეკეტირი არის პირი, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა პირთან (პირებთან) ერთად წარმართავს რეკეტული დაჯგუფების საქმიანობას, ან სხვაგვარად მონაწილეობს რეკეტული დაჯგუფების საქმიანობაში და მისთვის ცნობილია, რომ ეს დაჯგუფება რეკეტული დაჯგუფებაა, აგრეთვე უკანონოდ წყვეტს ან მონაწილეობს რეკეტულ დაჯგუფებათა ან რეკეტულ დაჯგუფებასა და სხვა პირთა შორის დავების გადაწყვეტაში. საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №212 – სსმ I, №18, 09.07.2004 წ., მუხ.61 თავი VI დაუმთავრებელი დანაშაული

## ამ მუხლთან დაკავშირებული სერვისები Legal.Ge-ზე

- [„კანონიერი ქურდობა“ და რეკეტი (მუხლი 223¹) - ადვოკატი](https://legal.ge/ka/service/crim-siskhlis-samartali-ka/kanonieri-qurdoba-da-reketi-mukhli-223-advokati-ka) (4 ვერიფიცირებული სპეციალისტი)
- [აქტივების აღდგენა](https://legal.ge/ka/service/teqnologiebi-da-tsifruli-samartali-ka/aqtivebis-aghdgena-ka) (2 ვერიფიცირებული სპეციალისტი)
- [კრიპტო აქტივების აღდგენა](https://legal.ge/ka/service/davebis-gadatsqveta-da-sasamartlo-ka/kripto-aqtivebis-aghdgena-ka) (1 ვერიფიცირებული სპეციალისტი)

## ვერიფიცირებული სპეციალისტები Legal.Ge-ზე

- [ვახტანგ ბარამაშვილი](https://legal.ge/ka/specialists/vakhtang-baramashvili-ka) — ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი; კონსულტაცია: ₾200
- [დავით ელისაბედაშვილი](https://legal.ge/ka/specialists/davit-elisabedashvili-ka) — კერძო აღმასრულებელი; კონსულტაცია: ₾100
- [გიორგი ფანცულაია](https://legal.ge/ka/specialists/giorgi-fantsulaia-ka) — ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი; კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით
- [ლექსო სვიმონიშვილი](https://legal.ge/ka/specialists/leqso-svimonishvili-ka) — ადვოკატი; კონსულტაცია: ₾250
- [ავთანდილ კუჭავა](https://legal.ge/ka/specialists/avtandil-kutchava-ka) — CEO; კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით
- [თორნიკე ჩიქოვანი](https://legal.ge/ka/specialists/tornike-chikovani-ka) — თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.; კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სპეციალისტების სრული სია — სისხლის სამართალი: https://legal.ge/ka/specialists?l1=crim-siskhlis-samartali-ka

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/17-danashaulis-retsidivi.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/18-danashaulis-momzadeba.md
