---
title: "მუხლი 171. არასრულწლოვნის ჩაბმა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/171-arasrulwlovnis-chabma-antisazogadoebriv-kmedebashi"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
article: "171"
identifier: "2287"
adopted: "1999-07-22"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 171. არასრულწლოვნის ჩაბმა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 171 (consolidated as of 2026-06-25), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/171-arasrulwlovnis-chabma-antisazogadoebriv-kmedebashi

1. არასრულწლოვნის დაყოლიება მათხოვრობაზე ან სხვა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაზე , – ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას სამოცდაათიდან ორას ორმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. (ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 171-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ან სხვა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაზე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას არასრულწლოვნის დანაშაულის ჩადენაზე დაყოლიების გამო) - საქართველოს საკონსტიტუციო საამართლოს 2021 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება №2/1/1289 – ვებგვერდი, 19.07.2021წ.

2. არასრულწლოვნის გამაბრუებელ ან სამკურნალწამლო საშუალებათა არასამედიცინო მოხმარებაში ჩაბმა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

3. (ამოღებულია - 17.05.2018, №2354) .

4. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით. საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2458 – სსმ I, №21, 15.07.2003 წ., მუხ.149 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90 საქართველოს 2013 წლის 11 დეკემბრის კანონი №1728 - ვებგვერდი, 25.12.2013წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის  კანონი №944 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. საქართველოს 2018 წლის 17 მაისის კანონი №2354 – ვებგვერდი, 29.05.2018წ. საქართველოს 2018 წლის 30  ნოემბრის კანონი №3772 – ვებგვერდი, 14.12.2018წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება №2/1/1289 – ვებგვერდი, 19.07.2021წ.

## ამ მუხლთან დაკავშირებული სერვისები Legal.Ge-ზე

- [არასრულწლოვნის ჩაბმა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში (მუხლი 171)](https://legal.ge/ka/service/crim-siskhlis-samartali-ka/arasrultslovnis-chabma-antisazogadoebriv-qmedebashi-mukhli-171-ka) (11 ვერიფიცირებული სპეციალისტი)
- [გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ (მუხლი 141)](https://legal.ge/ka/service/crim-siskhlis-samartali-ka/garqvnili-qmedeba-arasrultslovnis-mimart-mukhli-141-ka) (11 ვერიფიცირებული სპეციალისტი)
- [შვილად აყვანის წესის დარღვევა ან ბავშვის შეცვლა (მუხლი 171-174)](https://legal.ge/ka/service/crim-siskhlis-samartali-ka/shvilad-aqvanis-tsesis-darghveva-an-bavshvis-shetsvla-mukhli-171-174-ka) (11 ვერიფიცირებული სპეციალისტი)
- [საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა / წვრილმანი ხულიგნობა (მუხლი 166)](https://legal.ge/ka/service/crim-siskhlis-samartali-ka/sazogadoebrivi-tsesrigis-darghveva-tsvrilmani-khulignoba-mukhli-166-ka) (4 ვერიფიცირებული სპეციალისტი)

## ვერიფიცირებული სპეციალისტები Legal.Ge-ზე

- [გიორგი გუბელაძე](https://legal.ge/ka/specialists/giorgi-gubeladze-ka) — ადვოკატი გიორგი გუბელაძე; კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით
- [ელვინ შეირიევი](https://legal.ge/ka/specialists/elvin-sheirievi-ka) — საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი; კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით
- [ლიზი ლომთაძე](https://legal.ge/ka/specialists/lizi-lomtadze-ka) — სისხლის სამართლის ადვოკატი; კონსულტაცია: ₾50
- [ნესტან ანანიძე](https://legal.ge/ka/specialists/nestan-ananidze-ka) — სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება; კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით
- [ლაშა სტურუა](https://legal.ge/ka/specialists/lasha-sturua-ka) — საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი; კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით
- [სულხან კომახიძე](https://legal.ge/ka/specialists/sulkhan-komakhidze-ka) — ადვოკატი; კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სპეციალისტების სრული სია — სისხლის სამართალი: https://legal.ge/ka/specialists?l1=crim-siskhlis-samartali-ka

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/170-shromis-datsvis-wesis-darghveva.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/172-arasrulwlovnis-mimart-ukanono-garigebis-gankhortsieleba.md
