---
title: "მუხლი 171. არასრულწლოვნის ჩაბმა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/171"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
article: "171"
identifier: "2287"
adopted: "1999-07-22"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 171. არასრულწლოვნის ჩაბმა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 171 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/171

1. არასრულწლოვნის დაყოლიება მათხოვრობაზე ან სხვა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაზე , – ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას სამოცდაათიდან ორას ორმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. (ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 171-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ან სხვა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაზე“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს პირისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას არასრულწლოვნის დანაშაულის ჩადენაზე დაყოლიების გამო) - საქართველოს საკონსტიტუციო საამართლოს 2021 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება №2/1/1289 – ვებგვერდი, 19.07.2021წ.

2. არასრულწლოვნის გამაბრუებელ ან სამკურნალწამლო საშუალებათა არასამედიცინო მოხმარებაში ჩაბმა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

3. (ამოღებულია - 17.05.2018, №2354) .

4. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით. საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2458 – სსმ I, №21, 15.07.2003 წ., მუხ.149 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90 საქართველოს 2013 წლის 11 დეკემბრის კანონი №1728 - ვებგვერდი, 25.12.2013წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის  კანონი №944 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. საქართველოს 2018 წლის 17 მაისის კანონი №2354 – ვებგვერდი, 29.05.2018წ. საქართველოს 2018 წლის 30  ნოემბრის კანონი №3772 – ვებგვერდი, 14.12.2018წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება №2/1/1289 – ვებგვერდი, 19.07.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/170.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/172.md
