---
title: "მუხლი 18. დანაშაულის მომზადება — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/18"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
article: "18"
identifier: "2287"
adopted: "1999-07-22"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 18. დანაშაულის მომზადება — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 18 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/18

1. დანაშაულის მომზადებად ითვლება დანაშაულის ჩადენისათვის პირობების განზრახ შექმნა.

2. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია მხოლოდ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების, აგრეთვე ამ კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილით, 186-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 194 1 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 202-ე მუხლის პირველი ნაწილით, 221-ე მუხლის პირველი–მე-3 ნაწილებით, 332-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 339-ე მუხლის პირველი ნაწილით, 339 1 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 344-ე მუხლით, 344 1 მუხლის პირველი ნაწილით, 365-ე მუხლის პირველი–მე-3 ნაწილებითა და 372-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების მომზადებისთვის.

3. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დანაშაულის მომზადებისათვის განისაზღვრება ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით, რომლითაც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა დამთავრებული დანაშაულისათვის, ამ მუხლზე მითითებით. საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №292 – სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.45 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4213 - სსმ I, №1, 03.01.2007 წ., მუხ.16 საქართველოს 2008 წლის 23 ოქტომბრის კანონი №403 - სსმ I, №29, 04.11.2008 წ., მუხ.176 საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5170 - ვებგვერდი, 11.11.2011წ. საქართველოს 2024 წლის 18 აპრილის კანონი №4137 - ვებგვერდი, 02.05.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/17-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/19.md
