---
title: "მუხლი 188. ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/188-nivtis-dazianeba-an-ganadgureba-gauprtkhileblobit"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
article: "188"
identifier: "2287"
adopted: "1999-07-22"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 188. ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 188 (consolidated as of 2026-06-25), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/188-nivtis-dazianeba-an-ganadgureba-gauprtkhileblobit

1. სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

3. ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №458 – სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.83 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90 საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №944 - ვებგვერდი, 20.06.2017წ.

## ამ მუხლთან დაკავშირებული სერვისები Legal.Ge-ზე

- [სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით (მუხლი 116)](https://legal.ge/ka/service/crim-siskhlis-samartali-ka/sitsotskhlis-mospoba-gaufrtkhileblobit-mukhli-116-ka) (11 ვერიფიცირებული სპეციალისტი)
- [ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება (მუხლი 117) - ადვოკატი](https://legal.ge/ka/service/crim-siskhlis-samartali-ka/janmrtelobis-ganzrakh-mdzime-dazianeba-mukhli-117-advokati-ka) (11 ვერიფიცირებული სპეციალისტი)
- [ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით (მუხლი 124)](https://legal.ge/ka/service/crim-siskhlis-samartali-ka/janmrtelobis-naklebad-mdzime-dazianeba-gaufrtkhileblobit-mukhli-124-ka) (11 ვერიფიცირებული სპეციალისტი)
- [თაღლითობა (მუხლი 180) - ადვოკატი საქართველოში](https://legal.ge/ka/service/crim-siskhlis-samartali-ka/taghlitoba-mukhli-180-advokati-saqartveloshi-ka) (5 ვერიფიცირებული სპეციალისტი)

## ვერიფიცირებული სპეციალისტები Legal.Ge-ზე

- [გიორგი გუბელაძე](https://legal.ge/ka/specialists/giorgi-gubeladze-ka) — ადვოკატი გიორგი გუბელაძე; კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით
- [ელვინ შეირიევი](https://legal.ge/ka/specialists/elvin-sheirievi-ka) — საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი; კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით
- [ლიზი ლომთაძე](https://legal.ge/ka/specialists/lizi-lomtadze-ka) — სისხლის სამართლის ადვოკატი; კონსულტაცია: ₾50
- [ნესტან ანანიძე](https://legal.ge/ka/specialists/nestan-ananidze-ka) — სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება; კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით
- [ლაშა სტურუა](https://legal.ge/ka/specialists/lasha-sturua-ka) — საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი; კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით
- [სულხან კომახიძე](https://legal.ge/ka/specialists/sulkhan-komakhidze-ka) — ადვოკატი; კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სპეციალისტების სრული სია — სისხლის სამართალი: https://legal.ge/ka/specialists?l1=crim-siskhlis-samartali-ka

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/187-nivtis-dazianeba-an-ganadgureba.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/189-saavtoro-momijnave-uplebis-mplobelisa-da-monatsemta-bazis.md
