---
title: "მუხლი 192¹. უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობა — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/192-1-ukanono-saganmanatleblo-sakmianoba"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
article: "192^1"
identifier: "2287"
adopted: "1999-07-22"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 192¹. უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობა — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 192¹ (consolidated as of 2026-06-25), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/192-1-ukanono-saganmanatleblo-sakmianoba

1. ავტორიზაციას დაქვემდებარებული საგანმანათლებლო საქმიანობის შესაბამისი ავტორიზაციის გარეშე განხორციელება ან/და ამგვარი საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება ან/და ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული საგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აღმნიშვნელი სახელის შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე გამოყენება, – ისჯება ჯარიმით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) არაერთგზის; ბ) ასეთი დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე. შენიშვნა : ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით. საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3538 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.307 საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონი №1226 - ვებგვერდი, 28.07.2017წ.

## ამ მუხლთან დაკავშირებული სერვისები Legal.Ge-ზე

- [აკადემიური გადაცდომის დაცვა](https://legal.ge/ka/service/ganaTlebis-samarTali-ka/akademiuri-gadatsdomis-datsva-ka)

## ვერიფიცირებული სპეციალისტები Legal.Ge-ზე

- [გურანდა გრიგოლია](https://legal.ge/ka/specialists/guranda-grigolia-ka) — ადვოკატი; კონსულტაცია: ₾200
- [ლიანა ზაგაშვილი](https://legal.ge/ka/specialists/liana-zagashvili-ka) — ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალისტი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი და ხელოვნური ინტელექტი; კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით
- [სალომე ოსეფაშვილი](https://legal.ge/ka/specialists/salome-osefashvili-ka) — ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი; კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სპეციალისტების სრული სია — განათლების სამართალი: https://legal.ge/ka/specialists?l1=ganaTlebis-samarTali-ka

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/192-ukanono-samewarmeo-sakmianoba.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/192-2-ukanono-saaghmzrdelo-sakmianoba.md
