---
title: "მუხლი 194¹. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის გზით მოპოვებული ქონებით სარგებლობა, ქონების შეძენა, ფლობა ან გასაღება — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/194-1-ukanono-shemosavlis-legalizatsiis-gzit-mopovebuli-konebit"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
article: "194^1"
identifier: "2287"
adopted: "1999-07-22"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 194¹. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის გზით მოპოვებული ქონებით სარგებლობა, ქონების შეძენა, ფლობა ან გასაღება — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 194¹ (consolidated as of 2026-06-25), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/194-1-ukanono-shemosavlis-legalizatsiis-gzit-mopovebuli-konebit

1. წინასწარი შეცნობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის გზით მოპოვებული ქონებით სარგებლობა, ქონების შეძენა, ფლობა ან გასაღება, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ბ) არაერთგზის; გ) დიდი ოდენობით, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) ორგანიზებული ჯგუფის მიერ; ბ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; გ) განსაკუთრებით დიდი ოდენობით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. შენიშვნა:

1. ამ მუხლში დიდ ოდენობად ითვლება შემოსავალი ოცდაათი ათასი ლარიდან ორმოცდაათ ათას ლარამდე, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად – შემოსავალი ორმოცდაათი ათასი ლარის ზევით.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევითა და ჯარიმით. საქართველოს 2008 წლის 19 მარტის კანონი №5953 – სსმ I, №8, 28.03.2008 წ., მუხ.56 საქართველოს 2011 წლის 28 ოქტომბრის კანონი №5170 - ვებგვერდი, 11.11.2011წ.

## ამ მუხლთან დაკავშირებული სერვისები Legal.Ge-ზე

- [პორნოგრაფიის უკანონო დამზადება ან გასაღება (მუხლი 255)](https://legal.ge/ka/service/crim-siskhlis-samartali-ka/pornografiis-ukanono-damzadeba-an-gasagheba-mukhli-255-ka) (11 ვერიფიცირებული სპეციალისტი)
- [დიდი ქურდობის დაცვა](https://legal.ge/ka/service/crim-siskhlis-samartali-ka/didi-qurdobis-datsva-ka) (5 ვერიფიცირებული სპეციალისტი)
- [მითვისება ან გაფლანგვა (მუხლი 182) - ადვოკატი](https://legal.ge/ka/service/crim-siskhlis-samartali-ka/mitviseba-an-gaflangva-mukhli-182-advokati-ka-2) (5 ვერიფიცირებული სპეციალისტი)
- [უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია / ფულის გათეთრება (მუხლი 194)](https://legal.ge/ka/service/crim-siskhlis-samartali-ka/ukanono-shemosavlis-legalizatsia-fulis-gatetreba-mukhli-194-ka) (5 ვერიფიცირებული სპეციალისტი)

## ვერიფიცირებული სპეციალისტები Legal.Ge-ზე

- [გურანდა გრიგოლია](https://legal.ge/ka/specialists/guranda-grigolia-ka) — ადვოკატი; კონსულტაცია: ₾200
- [ნუგზარ მოსიძე](https://legal.ge/ka/specialists/nugzar-mosidze-ka) — ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი,  ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი; კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით
- [გიორგი გუბელაძე](https://legal.ge/ka/specialists/giorgi-gubeladze-ka) — ადვოკატი გიორგი გუბელაძე; კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით
- [ელვინ შეირიევი](https://legal.ge/ka/specialists/elvin-sheirievi-ka) — საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი; კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით
- [ლიზი ლომთაძე](https://legal.ge/ka/specialists/lizi-lomtadze-ka) — სისხლის სამართლის ადვოკატი; კონსულტაცია: ₾50
- [ნესტან ანანიძე](https://legal.ge/ka/specialists/nestan-ananidze-ka) — სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება; კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სპეციალისტების სრული სია — სისხლის სამართალი: https://legal.ge/ka/specialists?l1=crim-siskhlis-samartali-ka

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/194-ukanono-shemosavlis-legalizatsia-pulis-gatetreba.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/195.md
