---
title: "მუხლი 195¹. სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობის წესის დარღვევა — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/195-1-sakhelmwipo-shesqidvashi-monawileobis-wesis-darghveva"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
article: "195^1"
identifier: "2287"
adopted: "1999-07-22"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 195¹. სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობის წესის დარღვევა — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 195¹ (consolidated as of 2026-06-25), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/195-1-sakhelmwipo-shesqidvashi-monawileobis-wesis-darghveva

1. სახელმწიფო შესყიდვასთან, მათ შორის, ბაზრის კვლევასთან ან/და გამარტივებულ შესყიდვასთან, დაკავშირებით პირების  წინასწარი შეთანხმება, გარიგება ან/და სხვა ქმედება თავისთვის ან სხვისთვის მატერიალური გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით, რამაც შემსყიდველი ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, − ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, − ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

3. იგივე ქმედება, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი ამ თავით ან/და ამ კოდექსის 180-ე მუხლით ან/და 182-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით. საქართველოს 2010 წლის 16 ივლისის კანონი №3446 - სსმ I, №44, 28.07.2010წ., მუხ.274 საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №944 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. საქართველოს 2026 წლის 23 ივნისის კანონი №1755 – ვებგვერდი, 29.06.2026წ.
[მუხლი 195 1 . საჯარო შესყიდვაში მონაწილეობის წესის დარღვევა
1. საჯარო შესყიდვასთან, მათ შორის, ბაზრის კვლევასთან ან/და წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურის შედეგად საჯარო შესყიდვასთან, დაკავშირებით პირების წინასწარი შეთანხმება, გარიგება ან/და სხვა ქმედება თავისთვის ან სხვისთვის მატერიალური გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით, რამაც შემსყიდველი ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, − ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, − ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

3. იგივე ქმედება, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი ამ თავით ან/და ამ კოდექსის 180-ე მუხლით ან/და 182-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით. (ამოქმედდეს 2030 წლის 1 იანვრიდან)] საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2575 – ვებგვერდ ი, 27.02.2023წ. საქართველოს 2024 წლის 5 სექტემბრის კანონი №4424 – ვებგვერდი, 23.09.2024წ. საქართველოს 2026 წლის 10 ივნისის კანონი №1710 – ვებგვერდი, 15.06.2026წ. საქართველოს 2026 წლის 23 ივნისის კანონი №1756 – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

## ამ მუხლთან დაკავშირებული სერვისები Legal.Ge-ზე

- [ანტიკორუფციული პოლიტიკა](https://legal.ge/ka/service/korporatsiuli-da-komertsiuli-samartali-ka/antikoruftsiuli-politika-ka) (7 ვერიფიცირებული სპეციალისტი)
- [კონკურენციის კანონის დარღვევა (კარტელური გარიგებები)](https://legal.ge/ka/service/crim-siskhlis-samartali-ka/konkurentsiis-kanonis-darghveva-karteluri-garigebebi-ka) (5 ვერიფიცირებული სპეციალისტი)
- [სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესის დარღვევა](https://legal.ge/ka/service/crim-siskhlis-samartali-ka/sakhelmtsifo-shesqidvebshi-monatsileobis-tsesis-darghveva-ka) (5 ვერიფიცირებული სპეციალისტი)
- [კომერციული მოსყიდვა (მუხლი 221) - ადვოკატი](https://legal.ge/ka/service/crim-siskhlis-samartali-ka/komertsiuli-mosqidva-mukhli-221-advokati-ka) (3 ვერიფიცირებული სპეციალისტი)

## ვერიფიცირებული სპეციალისტები Legal.Ge-ზე

- [ვახტანგ ბარამაშვილი](https://legal.ge/ka/specialists/vakhtang-baramashvili-ka) — ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი; კონსულტაცია: ₾200
- [ირაკლი ღლონტი](https://legal.ge/ka/specialists/irakli-ghlonti-ka) — იურისტი; კონსულტაცია: ₾300
- [დავით მაისურაძე](https://legal.ge/ka/specialists/davit-maisuradze-ka) — იურისტი; კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით
- [ალექსანდრე ხარატიშვილი](https://legal.ge/ka/specialists/aleksandre-kharatishvili-ka) — ადვოკატი; კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით
- [ანა შავარდენიძე](https://legal.ge/ka/specialists/ana-shavardenidze-ka) — კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი; კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით
- [ნანა თურმანიძე](https://legal.ge/ka/specialists/nana-turmanidze-ka) — ბიზნეს იურისტი; კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სპეციალისტების სრული სია — კორპორაციული და კომერციული სამართალი: https://legal.ge/ka/specialists?l1=korporatsiuli-da-komertsiuli-samartali-ka

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/195.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/196-sasakonlo-momsakhurebis-nishnis-an-skhva-komertsiuli.md
