---
title: "მუხლი 195¹. სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობის წესის დარღვევა — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/195-1"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
article: "195^1"
identifier: "2287"
adopted: "1999-07-22"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 195¹. სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობის წესის დარღვევა — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 195¹ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/195-1

1. სახელმწიფო შესყიდვასთან, მათ შორის, ბაზრის კვლევასთან ან/და გამარტივებულ შესყიდვასთან, დაკავშირებით პირების  წინასწარი შეთანხმება, გარიგება ან/და სხვა ქმედება თავისთვის ან სხვისთვის მატერიალური გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით, რამაც შემსყიდველი ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, − ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, − ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

3. იგივე ქმედება, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი ამ თავით ან/და ამ კოდექსის 180-ე მუხლით ან/და 182-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით. საქართველოს 2010 წლის 16 ივლისის კანონი №3446 - სსმ I, №44, 28.07.2010წ., მუხ.274 საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №944 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. საქართველოს 2026 წლის 23 ივნისის კანონი №1755 – ვებგვერდი, 29.06.2026წ.
[მუხლი 195 1 . საჯარო შესყიდვაში მონაწილეობის წესის დარღვევა
1. საჯარო შესყიდვასთან, მათ შორის, ბაზრის კვლევასთან ან/და წინასწარი გამოქვეყნების გარეშე მოლაპარაკების პროცედურის შედეგად საჯარო შესყიდვასთან, დაკავშირებით პირების წინასწარი შეთანხმება, გარიგება ან/და სხვა ქმედება თავისთვის ან სხვისთვის მატერიალური გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით, რამაც შემსყიდველი ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, − ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, − ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

3. იგივე ქმედება, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი ამ თავით ან/და ამ კოდექსის 180-ე მუხლით ან/და 182-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით. (ამოქმედდეს 2030 წლის 1 იანვრიდან)] საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2575 – ვებგვერდ ი, 27.02.2023წ. საქართველოს 2024 წლის 5 სექტემბრის კანონი №4424 – ვებგვერდი, 23.09.2024წ. საქართველოს 2026 წლის 10 ივნისის კანონი №1710 – ვებგვერდი, 15.06.2026წ. საქართველოს 2026 წლის 23 ივნისის კანონი №1756 – ვებგვერდი, 29.06.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/195.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/196.md
