---
title: "მუხლი 200¹. ყალბი აქციზური მარკების დამზადება, გასაღება ან/და გამოყენება — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/200-1-qalbi-aktsizuri-markebis-damzadeba-gasagheba-an-da"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
article: "200^1"
identifier: "2287"
adopted: "1999-07-22"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 200¹. ყალბი აქციზური მარკების დამზადება, გასაღება ან/და გამოყენება — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 200¹ (consolidated as of 2026-06-25), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/200-1-qalbi-aktsizuri-markebis-damzadeba-gasagheba-an-da

1. ყალბი აქციზური მარკების დამზადება, გასაღება ან/და გამოყენება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) არაერთგზის; ბ) წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ; გ) დიდი ოდენობით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე.

3. იგივე ქმედება, ჩადენილი მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

4. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით; ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ; გ) იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი ამ თავით გათვალისწინებული ქმედებისათვის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თორმეტ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის დიდ ოდენობად ჩაითვლება 1 000 ცალზე მეტი, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად 5 000 ცალზე მეტი ყალბი აქციზური მარკის დამზადება, გასაღება ან/და გამოყენება. საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №917 – სსმ I, №5, 18.01.2005 წ., მუხ.27 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90 საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის  კანონი №4377 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №163 - ვებგვერდი, 28.12.2016წ.

## ამ მუხლთან დაკავშირებული სერვისები Legal.Ge-ზე

- [პორნოგრაფიის უკანონო დამზადება ან გასაღება (მუხლი 255)](https://legal.ge/ka/service/crim-siskhlis-samartali-ka/pornografiis-ukanono-damzadeba-an-gasagheba-mukhli-255-ka) (11 ვერიფიცირებული სპეციალისტი)
- [ტრეიდმარკის გაყალბება](https://legal.ge/ka/service/crim-siskhlis-samartali-ka/treidmarkis-gaqalbeba-ka) (5 ვერიფიცირებული სპეციალისტი)
- [ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდის დამზადება (მუხლი 212)](https://legal.ge/ka/service/crim-siskhlis-samartali-ka/qalbi-fulis-an-fasiani-qaghaldis-damzadeba-mukhli-212-ka) (5 ვერიფიცირებული სპეციალისტი)
- [ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენება (მუხლი 362)](https://legal.ge/ka/service/crim-siskhlis-samartali-ka/qalbi-dokumentis-damzadeba-gamoqeneba-mukhli-362-ka) (4 ვერიფიცირებული სპეციალისტი)

## ვერიფიცირებული სპეციალისტები Legal.Ge-ზე

- [გიორგი გუბელაძე](https://legal.ge/ka/specialists/giorgi-gubeladze-ka) — ადვოკატი გიორგი გუბელაძე; კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით
- [ელვინ შეირიევი](https://legal.ge/ka/specialists/elvin-sheirievi-ka) — საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი; კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით
- [ლიზი ლომთაძე](https://legal.ge/ka/specialists/lizi-lomtadze-ka) — სისხლის სამართლის ადვოკატი; კონსულტაცია: ₾50
- [ნესტან ანანიძე](https://legal.ge/ka/specialists/nestan-ananidze-ka) — სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება; კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით
- [ლაშა სტურუა](https://legal.ge/ka/specialists/lasha-sturua-ka) — საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი; კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით
- [სულხან კომახიძე](https://legal.ge/ka/specialists/sulkhan-komakhidze-ka) — ადვოკატი; კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სპეციალისტების სრული სია — სისხლის სამართალი: https://legal.ge/ka/specialists?l1=crim-siskhlis-samartali-ka

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/200-markirebas-dakvemdebarebuli-aktsizuri-sakonlis-aktsizuri.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/200-2-aktsizuri-markebis-meoradi-gamoqenebis-miznit-gasagheba.md
