---
title: "მუხლი 207¹. მოვალის მართვისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის მიერ გაკოტრების ან რეაბილიტაციის მმართველისთვის/რეაბილიტაციის ზედამხედველისთვის ინფორმაციის წარდგენის ვალდებულების დარღვევა — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/207-1"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
article: "207^1"
identifier: "2287"
adopted: "1999-07-22"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 207¹. მოვალის მართვისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის მიერ გაკოტრების ან რეაბილიტაციის მმართველისთვის/რეაბილიტაციის ზედამხედველისთვის ინფორმაციის წარდგენის ვალდებულების დარღვევა — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 207¹ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/207-1

მოვალის მართვისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის მიერ გაკოტრების ან რეაბილიტაციის მმართველისთვის/რეაბილიტაციის ზედამხედველისთვის მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის შესახებ, აგრეთვე სასამართლოში მიმდინარე დავების თაობაზე ინფორმაციის დადგენილი წესით წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით. საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4527 - სსმ I, №9, 31.03.2007 წ., მუხ.92 საქართველოს 2020 წლის 18 სექტემბრის კანონი №7173  – ვებგვერდი, 25.09.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/207.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/207-2.md
