---
title: "მუხლი 207². ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების იმპორტი ან/და რეექსპორტი — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/207-2"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
article: "207^2"
identifier: "2287"
adopted: "1999-07-22"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 207². ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების იმპორტი ან/და რეექსპორტი — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 207² (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/207-2

ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების იმპორტი (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მათი ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით იმპორტის შემთხვევისა) ან/და რეექსპორტი – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან/და ჯარიმით. საქართველოს 2016 წლის 2 მარტის კანონი №4801 - ვებგვერდი, 22.03.2016წ.
[მუხლი 207  2 . ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების იმპორტი ან/და რეექსპორტი
ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების იმპორტი (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მათი ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით იმპორტისა და საქართველოს კანონმდებლობით  საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველის საკვების საწარმოებლად გადამუშავებისთვის დაშვებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის შესაბამისი ლიცენზიით იმპორტისა) ან/და რეექსპორტი – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან/და ჯარიმით. (ამოქმედდეს 2027 წლის 31 მარტიდან)] საქართველოს 2026 წლის 25 ივნისის კანონი №1800 – ვებგვერდი, 30.06.2026წ. თავი XXVII დანაშაული ფულად-საკრედიტო სისტემაში

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/207-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/208.md
