---
title: "მუხლი 224¹. რეკეტულ დაჯგუფებაში მონაწილეობა — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/224-1"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
article: "224^1"
identifier: "2287"
adopted: "1999-07-22"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 224¹. რეკეტულ დაჯგუფებაში მონაწილეობა — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 224¹ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/224-1

დამოუკიდებლად ან სხვა პირთან (პირებთან) რეკეტული დაჯგუფების საქმიანობის წარმართვა ან სხვაგვარი მონაწილეობა რეკეტული დაჯგუფების საქმიანობაში, აგრეთვე დავების უკანონოდ გადაწყვეტა ან მონაწილეობა დავების უკანონოდ გადაწყვეტაში რეკეტულ დაჯგუფებათა ან რეკეტულ დაჯგუფებასა და სხვა პირს შორის, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით. საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3530 - სსმ I, №37, 07.08.2006 წ., მუხ.271

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/224.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/225.md
