---
title: "მუხლი 224. ბანდიტიზმი — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/224"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
article: "224"
identifier: "2287"
adopted: "1999-07-22"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 224. ბანდიტიზმი — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 224 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/224

1. მყარი შეიარაღებული ჯგუფის (ბანდის) შექმნა ან ხელმძღვანელობა პირზე ან ორგანიზაციაზე თავდასხმის მიზნით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ჯგუფში (ბანდაში) ან მის მიერ მოწყობილ თავდასხმაში მონაწილეობა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე. საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006წ., მუხ.90

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/223-4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/224-1.md
