---
title: "მუხლი 227¹. წყლის ხომალდის ნაოსნობისათვის საშიშროების შექმნა — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/227-1"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
article: "227^1"
identifier: "2287"
adopted: "1999-07-22"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 227¹. წყლის ხომალდის ნაოსნობისათვის საშიშროების შექმნა — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 227¹ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/227-1

1. წყლის ხომალდისათვის განზრახ ცრუ ინფორმაციის გადაცემა, რითაც საშიშროება ექმნება წყლის ხომალდის ნაოსნობას, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე.

2. წყლის ხომალდზე მყოფი პირის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა ან ძალადობის მუქარა, რომლითაც შეიძლება საფრთხე შეექმნას წყლის ხომალდის ნაოსნობას, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან რვა წლამდე.

3. საზღვაო-სანავიგაციო დანადგარების დაზიანება ან მათი ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა, რითაც საშიშროება ექმნება წყლის ხომალდის ნაოსნობას, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან თორმეტ წლამდე.

4. წყლის ხომალდზე ისეთი მოწყობილობის ან ნივთიერების განთავსება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს წყლის ხომალდის ან მისი ტვირთის განადგურება ან დაზიანება, რაც საშიშროებას უქმნის წყლის ხომალდის უსაფრთხო ნაოსნობას, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.

5. წყლის ხომალდის ან მისი ტვირთის განადგურება ან დაზიანება, რამაც შეიძლება საშიშროება შეუქმნას უსაფრთხო ნაოსნობას, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით. საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3542 - სსმ I, №36, 04.08.2006 წ., მუხ.268

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/227.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/227-2.md
