---
title: "მუხლი 227². სტაციონარული პლატფორმის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება, განადგურება ან დაზიანება — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/227-2"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
article: "227^2"
identifier: "2287"
adopted: "1999-07-22"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 227². სტაციონარული პლატფორმის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება, განადგურება ან დაზიანება — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 227² (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/227-2

1. სტაციონარული პლატფორმის (ხელოვნური კუნძული, დანადგარი ან ნაგებობა, რომელიც დამაგრებულია ზღვის ფსკერზე რესურსების დაზვერვის ან ათვისების, ან სხვა ეკონომიკური მიზნებისათვის) მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება ძალადობით ან ძალადობის მუქარით, აგრეთვე სტაციონარულ პლატფორმაზე მყოფი პირის მიმართ განხორციელებული ძალადობა, რომელიც საშიშროებას უქმნის მის უსაფრთხოებას, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.

2. სტაციონარულ პლატფორმაზე ისეთი მოწყობილობის ან ნივთიერების განთავსება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მისი განადგურება ან დაზიანება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე.

3. სტაციონარული პლატფორმის განადგურება ან დაზიანება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით. საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3542 - სსმ I, №36, 04.08.2006 წ., მუხ.268

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/227-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/227-3.md
