---
title: "მუხლი 227³. საჰაერო ხომალდისათვის საშიშროების შექმნა — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/227-3"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
article: "227^3"
identifier: "2287"
adopted: "1999-07-22"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 227³. საჰაერო ხომალდისათვის საშიშროების შექმნა — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 227³ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/227-3

1. საჰაერო ხომალდისათვის განზრახ ცრუ ინფორმაციის გადაცემა, რითაც საშიშროება ექმნება საჰაერო ხომალდის უსაფრთხოებას ფრენის დროს, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე.

2. საჰაერო ხომალდზე მყოფი პირის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა ან ძალადობის მუქარა, რომლითაც შეიძლება საფრთხე შეექმნას საჰაერო ხომალდის უსაფრთხოებას, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან რვა წლამდე.

3. სანავიგაციო დანადგარის დაზიანება ან განადგურება ან მისი ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა, რითაც საშიშროება ექმნება საჰაერო ხომალდის უსაფრთხოებას ფრენის დროს, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან თორმეტ წლამდე.

4. საჰაერო ხომალდზე ისეთი მოწყობილობის ან ნივთიერების განთავსება ან განთავსების ხელშეწყობა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს საჰაერო ხომალდის ან მისი ტვირთის განადგურება ან დაზიანება, რაც შეუძლებელს გახდის ფრენის განხორციელებას, ან რამაც შეიძლება საშიშროება შეუქმნას საჰაერო ხომალდის უსაფრთხოებას ფრენის დროს, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.

5. საჰაერო ხომალდის ან მისი ტვირთის განადგურება ან დაზიანება, რაც შეუძლებელს გახდის ფრენის განხორციელებას, ან რამაც შეიძლება საშიშროება შეუქმნას საჰაერო ხომალდის უსაფრთხოებას ფრენის დროს, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით. საქართველოს 2012 წლის 2 მარტის კანონი №5744 – ვებგვერდი, 15.03.2012წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/227-2.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/228.md
