---
title: "მუხლი 235¹. „ ქიმიური იარაღის შესახებ “ კონვენციით განსაზღვრული ტოქსიკური ქიმიკატის ან მისი პრეკურსორის უკანონო დამზადება , შეძენა , შენახვა , ფლობა , განკარგვა , გამოყენება , გადამუშავება , გამოცდა , გადაცემა , გადაზიდვა , ექსპორტი , იმპორტი , ვაჭრობა ან მისდამი სხვა უკანონო მოპყრობა , აგრეთვე მასთან დაკავშირებული სხვა უკანონო გარიგება , მათ შორის , საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბრუნვის წესების დარღვევა — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/235-1"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
article: "235^1"
identifier: "2287"
adopted: "1999-07-22"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 235¹. „ ქიმიური იარაღის შესახებ “ კონვენციით განსაზღვრული ტოქსიკური ქიმიკატის ან მისი პრეკურსორის უკანონო დამზადება , შეძენა , შენახვა , ფლობა , განკარგვა , გამოყენება , გადამუშავება , გამოცდა , გადაცემა , გადაზიდვა , ექსპორტი , იმპორტი , ვაჭრობა ან მისდამი სხვა უკანონო მოპყრობა , აგრეთვე მასთან დაკავშირებული სხვა უკანონო გარიგება , მათ შორის , საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბრუნვის წესების დარღვევა — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 235¹ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/235-1

1. „ ქიმიური იარაღის შესახებ “ კონვენციით განსაზღვრული ტოქსიკური ქიმიკატის ან მისი პრეკურსორის უკანონო დამზადება , შეძენა , შენახვა , ფლობა , განკარგვა , გამოყენება , გადამუშავება , გამოცდა , გადაცემა , გადაზიდვა , ექსპორტი , იმპორტი , ვაჭრობა ან მისდამი სხვა უკანონო მოპყრობა , აგრეთვე მასთან დაკავშირებული სხვა უკანონო გარიგება , მათ შორის , საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბრუნვის წესების დარღვევა , – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი ქიმიური იარაღის დამზადების მიზნით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თოთხმეტ წლამდე. შენიშვნა : ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4027 – ვებგვერდი, 26.12.2018წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/235.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/236.md
