---
title: "მუხლი 253. პროსტიტუციაში ჩაბმა — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/253"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
article: "253"
identifier: "2287"
adopted: "1999-07-22"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 253. პროსტიტუციაში ჩაბმა — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 253 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/253

1. პროსტიტუციაში ჩაბმა ქონების განადგურების მუქარით, შანტაჟით ან მოტყუებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

2. პროსტიტუციაში ჩაბმა ძალადობით ან ძალადობის მუქარით, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ათ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ბ) წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის ან ორსული ქალის მიმართ; გ) არაერთგზის; დ) ორი ან მეტი პირის მიმართ; ე) დამნაშავის მზრუნველობის, მეურვეობის ან მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პირის ან ოჯახის წევრის მიმართ, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ცამეტ წლამდე.

4. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ბ) წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის ან ორსული ქალის მიმართ; გ) არაერთგზის; დ) ორი ან მეტი პირის მიმართ; ე) დამნაშავის მზრუნველობის, მეურვეობის ან მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პირის ან ოჯახის წევრის მიმართ, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

5. ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით. საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2458 – სსმ I, №21, 15.07.2003 წ., მუხ.149 საქართველოს 2013 წლის 11 დეკემბრის კანონი №1728 - ვებგვერდი, 25.12.2013წ. საქართველოს 2018 წლის 17 მაისის კანონი №2354 – ვებგვერდი, 29.05.2018წ. საქართველოს 2018 წლის 30 მაისის კანონი №2395 – ვებგვერდი, 08.06.2018წ. საქართველოს 2020 წლის 13 ივლისის კანონი №6753 – ვებგვერდი, 20.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/252.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/254.md
