---
title: "მუხლი 254. პროსტიტუციის ხელშეწყობა — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/254-prostitutsiis-khelshewqoba"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
article: "254"
identifier: "2287"
adopted: "1999-07-22"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 254. პროსტიტუციის ხელშეწყობა — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 254 (consolidated as of 2026-06-25), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/254-prostitutsiis-khelshewqoba

1. პირის პროსტიტუციაზე დაყოლიება ან/და სხვა ისეთი არაძალადობრივი ქმედების განხორციელება, რომელიც ხელს უწყობს პირის პროსტიტუციაში მონაწილეობას, − ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

2. პროსტიტუციისათვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემა, − ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ბ) წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ; გ) არაერთგზის; დ) დამნაშავის მზრუნველობის, მეურვეობის ან მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი პირის ან ოჯახის წევრის მიმართ, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის  მიმართ, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თორმეტ წლამდე.

5. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით. საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2458 – სსმ I, №21, 15.07.2003 წ., მუხ.149 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90 საქართველოს 2013 წლის 11 დეკემბრის კანონი №1728 - ვებგვერდი, 25.12.2013წ. საქართველოს 2018 წლის 17 მაისის კანონი №2354 – ვებგვერდი, 29.05.2018წ. საქართველოს 2020 წლის 13 ივლისის კანონი №6753 – ვებგვერდი, 20.07.2020წ.

## ამ მუხლთან დაკავშირებული სერვისები Legal.Ge-ზე

- [პროსტიტუცია / ადმინისტრაციული სამართალდარღვევა (მუხლი 172³)](https://legal.ge/ka/service/crim-siskhlis-samartali-ka/prostitutsia-administratsiuli-samartaldarghveva-mukhli-172-ka) (11 ვერიფიცირებული სპეციალისტი)
- [პროსტიტუციაში ჩაბმა და ხელშეწყობა (მუხლი 253)](https://legal.ge/ka/service/crim-siskhlis-samartali-ka/prostitutsiashi-chabma-da-khelshetsqoba-mukhli-253-ka) (11 ვერიფიცირებული სპეციალისტი)
- [პროსტიტუციის ხელშეწყობა / ადგილის გადაცემა (მუხლი 254)](https://legal.ge/ka/service/crim-siskhlis-samartali-ka/prostitutsiis-khelshetsqoba-adgilis-gadatsema-mukhli-254-ka) (11 ვერიფიცირებული სპეციალისტი)
- [სქესობრივი თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები (თავი XXII)](https://legal.ge/ka/service/crim-siskhlis-samartali-ka/sqesobrivi-tavisuflebis-tsinaaghmdeg-mimartuli-danashaulebi-tavi-xxii-ka) (11 ვერიფიცირებული სპეციალისტი)

## ვერიფიცირებული სპეციალისტები Legal.Ge-ზე

- [გიორგი გუბელაძე](https://legal.ge/ka/specialists/giorgi-gubeladze-ka) — ადვოკატი გიორგი გუბელაძე; კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით
- [ელვინ შეირიევი](https://legal.ge/ka/specialists/elvin-sheirievi-ka) — საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი; კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით
- [ლიზი ლომთაძე](https://legal.ge/ka/specialists/lizi-lomtadze-ka) — სისხლის სამართლის ადვოკატი; კონსულტაცია: ₾50
- [ნესტან ანანიძე](https://legal.ge/ka/specialists/nestan-ananidze-ka) — სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება; კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით
- [ლაშა სტურუა](https://legal.ge/ka/specialists/lasha-sturua-ka) — საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი; კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით
- [სულხან კომახიძე](https://legal.ge/ka/specialists/sulkhan-komakhidze-ka) — ადვოკატი; კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სპეციალისტების სრული სია — სისხლის სამართალი: https://legal.ge/ka/specialists?l1=crim-siskhlis-samartali-ka

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/253-prostitutsiashi-chabma.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/255-pornograpiuli-nawarmoebis-an-skhva-sagnis-ukanonod-damzadeba.md
