---
title: "მუხლი 257. ბუნების ძეგლის დაზიანება ან განადგურება — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/257"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
article: "257"
identifier: "2287"
adopted: "1999-07-22"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 257. ბუნების ძეგლის დაზიანება ან განადგურება — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 257 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/257

1. ბუნების ძეგლის განზრახ დაზიანება ან განადგურება, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე.

2. იგივე ქმედება, რამაც განსაკუთრებული ღირებულების ობიექტის დაზიანება ან განადგურება გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თორმეტ წლამდე.

3. ბუნების ძეგლის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

4. იგივე ქმედება, რამაც განსაკუთრებული ღირებულების ობიექტის დაზიანება ან განადგურება გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. საქართველოს 2001 წლის 22 ივნისის კანონი №989 – სსმ I, №22, 06.07.2001 წ., მუხ.79 საქართველოს 2007 წლის 8 მაისის კანონი №4718 - სსმ I, №18, 22.05.2007 წ., მუხ.148

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/256.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/258.md
