---
title: "მუხლი 259¹. უკანონო არქეოლოგიური სამუშაოები, არქეოლოგიური ობიექტის დაზიანება — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/259-1"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
article: "259^1"
identifier: "2287"
adopted: "1999-07-22"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 259¹. უკანონო არქეოლოგიური სამუშაოები, არქეოლოგიური ობიექტის დაზიანება — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 259¹ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/259-1

1. არქეოლოგიურ ობიექტზე ნებისმიერი სახის სამუშაოების წარმოება არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის გარეშე, ან არქეოლოგიურ ობიექტზე განზრახ ზემოქმედება, რამაც მისი დაზიანება ან განადგურება გამოიწვია ან რის შედეგადაც ვერ ხერხდება მისი დათარიღება, იდენტიფიცირება და მასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი სამეცნიერო ინფორმაციის მოპოვება, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი გაუფრთხილებლობით, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. საქართველოს 2007 წლის 8 მაისის კანონი №4718 - სსმ I, №18, 22.05.2007 წ., მუხ.148

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/259.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/259-2.md
