---
title: "მუხლი 259⁵. შეიარაღებული კონფლიქტების დროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის  საერთაშორისო წესების დარღვევა — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/259-5"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
article: "259^5"
identifier: "2287"
adopted: "1999-07-22"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 259⁵. შეიარაღებული კონფლიქტების დროს კულტურულ ფასეულობათა დაცვის  საერთაშორისო წესების დარღვევა — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 259⁵ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/259-5

სახელმწიფოთაშორისი და შიდასახელმწიფოებრივი შეიარაღებული კონფლიქტების დროს გაძლიერებული დაცვის ქვეშ მყოფ კულტურულ ფასეულობათა დაცვის საერთაშორისო წესების განზრახ დარღვევა, კერძოდ: ა) გაძლიერებული დაცვის ქვეშ მყოფი მოძრავი ძეგლის დაზიანება ან განადგურება, ქურდობა, ძარცვა ან მითვისება; ბ) გაძლიერებული დაცვის ქვეშ მყოფი უძრავი ძეგლის დაზიანება ან განადგურება; გ) გაძლიერებული დაცვის ქვეშ მყოფ უძრავ ძეგლზე, მუზეუმის, ბიბლიოთეკის, საარქივო საცავის ან შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევისათვის კულტურულ ფასეულობათა შესანახად შექმნილი სპეციალური სამალავის შენობებზე საომარი შეტევის განხორციელება ან ამ შენობების ან მათი ტერიტორიის საომარ ოპერაციებში გამოყენება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე. საქართველოს 2007 წლის 8 მაისის კანონი №4718 - სსმ I, №18, 22.05.2007 წ., მუხ.148 თავი XXXIII ნარკოტიკული დანაშაული

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/259-4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/260.md
