---
title: "მუხლი 264. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება ან გამოძალვა — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/264-narkotikuli-sashualebis-misi-analogis-prekursoris-akhali"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
article: "264"
identifier: "2287"
adopted: "1999-07-22"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 264. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება ან გამოძალვა — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 264 (consolidated as of 2026-06-25), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/264-narkotikuli-sashualebis-misi-analogis-prekursoris-akhali

1. ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება ან გამოძალვა, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) დიდი ოდენობით; ბ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; გ) ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; ბ) არაერთგზის; გ) იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე.

4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით; ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ; გ) სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე. შენიშვნა:

1. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილი ვრცელდება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ნებისმიერ ოდენობაზე.

3. ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოებები. საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90 საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3530 - სსმ I, №37, 07.08.2006 წ., მუხ.271 საქართველოს 2014 წლის 16 აპრილის კანონი №2236 - ვებგვერდი, 28.04.2014 წ.

## ამ მუხლთან დაკავშირებული სერვისები Legal.Ge-ზე

- [ნარკოტიკების შეძენის დაცვა](https://legal.ge/ka/service/crim-siskhlis-samartali-ka/narkotikebis-shedzenis-datsva-ka) (4 ვერიფიცირებული სპეციალისტი)
- [ნარკოტიკული დანაშაული: შეძენა-შენახვა (მუხლი 260)](https://legal.ge/ka/service/crim-siskhlis-samartali-ka/narkotikuli-danashauli-shedzena-shenakhva-mukhli-260-ka) (4 ვერიფიცირებული სპეციალისტი)
- [ნარკოტიკული საშუალების ტრანზიტი და გასაღება (მუხლი 260/262)](https://legal.ge/ka/service/crim-siskhlis-samartali-ka/narkotikuli-sashualebis-tranziti-da-gasagheba-mukhli-260262-ka) (4 ვერიფიცირებული სპეციალისტი)
- [სატრანსპორტო დანაშაული ნარკოტიკულ თრობაში (მუხლი 276)](https://legal.ge/ka/service/crim-siskhlis-samartali-ka/satransporto-danashauli-narkotikul-trobashi-mukhli-276-ka) (4 ვერიფიცირებული სპეციალისტი)

## ვერიფიცირებული სპეციალისტები Legal.Ge-ზე

- [გიორგი ფანცულაია](https://legal.ge/ka/specialists/giorgi-fantsulaia-ka) — ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი; კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით
- [ლექსო სვიმონიშვილი](https://legal.ge/ka/specialists/leqso-svimonishvili-ka) — ადვოკატი; კონსულტაცია: ₾250
- [თორნიკე ჩიქოვანი](https://legal.ge/ka/specialists/tornike-chikovani-ka) — თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.; კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით
- [მარიამ ჯორბენაძე](https://legal.ge/ka/specialists/mariam-jorbenadze-ka) — ადვოკატი  სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით; კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სპეციალისტების სრული სია — სისხლის სამართალი: https://legal.ge/ka/specialists?l1=crim-siskhlis-samartali-ka

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/263-sakartveloshi-psikotropuli-nivtierebis-misi-analogis-an.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/265.md
