---
title: "მუხლი 286. კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/286-kompiuteruli-monatsemis-an-da-kompiuteruli-sistemis-khelqopa"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
article: "286"
identifier: "2287"
adopted: "1999-07-22"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 286. კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 286 (consolidated as of 2026-06-25), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/286-kompiuteruli-monatsemis-an-da-kompiuteruli-sistemis-khelqopa

1. კომპიუტერული მონაცემის უნებართვო დაზიანება, წაშლა, შეცვლა ან დაფარვა – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, აგრეთვე კომპიუტერული მონაცემის უნებართვო ჩასმა ან გადაცემა, რამაც კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირების განზრახ მნიშვნელოვანი შეფერხება გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება: ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ბ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; გ) არაერთგზის; დ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით. საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №458 – სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.83 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90 საქართველოს 2010 წლის 24 სექტემბრის კანონი №3619 - სსმ I, №51, 29.09.2010 წ., მუხ.332 საქართველოს 2021 წლის 27 აპრილის კანონი №460 – ვებგვერდი, 04.05.2021წ.

## ამ მუხლთან დაკავშირებული სერვისები Legal.Ge-ზე

- [უნებლიე წვდომა პირადი ინფორმაციაზე](https://legal.ge/ka/service/crim-siskhlis-samartali-ka/uneblie-tsvdoma-piradi-informatsiaze-ka) (11 ვერიფიცირებული სპეციალისტი)
- [კიბერ რისკების მართვა](https://legal.ge/ka/service/korporatsiuli-da-komertsiuli-samartali-ka/kiber-riskebis-martva-ka) (7 ვერიფიცირებული სპეციალისტი)
- [ინტერნეტ თაღლითობა (მუხლი 180) - ადვოკატი](https://legal.ge/ka/service/crim-siskhlis-samartali-ka/internet-taghlitoba-mukhli-180-advokati-ka) (5 ვერიფიცირებული სპეციალისტი)
- [კიბერდანაშაული (თავი XXXV) - ადვოკატი](https://legal.ge/ka/service/crim-siskhlis-samartali-ka/kiberdanashauli-tavi-xxxv-advokati-ka) (5 ვერიფიცირებული სპეციალისტი)

## ვერიფიცირებული სპეციალისტები Legal.Ge-ზე

- [ლიანა ზაგაშვილი](https://legal.ge/ka/specialists/liana-zagashvili-ka) — ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალისტი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი და ხელოვნური ინტელექტი; კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით
- [ვახტანგ ბარამაშვილი](https://legal.ge/ka/specialists/vakhtang-baramashvili-ka) — ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი; კონსულტაცია: ₾200
- [გიორგი გუბელაძე](https://legal.ge/ka/specialists/giorgi-gubeladze-ka) — ადვოკატი გიორგი გუბელაძე; კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით
- [ელვინ შეირიევი](https://legal.ge/ka/specialists/elvin-sheirievi-ka) — საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი; კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით
- [ლიზი ლომთაძე](https://legal.ge/ka/specialists/lizi-lomtadze-ka) — სისხლის სამართლის ადვოკატი; კონსულტაცია: ₾50
- [ნესტან ანანიძე](https://legal.ge/ka/specialists/nestan-ananidze-ka) — სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება; კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სპეციალისტების სრული სია — სისხლის სამართალი: https://legal.ge/ka/specialists?l1=crim-siskhlis-samartali-ka

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/285-kompiuteruli-monatsemis-an-da-kompiuteruli-sistemis-ukanonod.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/286-1-kompiuteruli-monatsemis-an-da-kompiuteruli-sistemis-khelqopa.md
