---
title: "მუხლი 287². სახერხი საამქროს ტერიტორიაზე მრგვალი ხეტყის (მორის) მარკირების გარეშე განთავსება — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/287-2"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
article: "287^2"
identifier: "2287"
adopted: "1999-07-22"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 287². სახერხი საამქროს ტერიტორიაზე მრგვალი ხეტყის (მორის) მარკირების გარეშე განთავსება — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 287² (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/287-2

1. სახერხი საამქროს ტერიტორიაზე მრგვალი ხეტყის (მორის) მარკირების გარეშე განთავსება ასეთი ქმედებისთვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 128 3 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ, ან სახერხი საამქროს ტერიტორიაზე იმ მრგვალი ხეტყის (მორის) მარკირების გარეშე განთავსება, რომლის უკანონო ჭრის/დამზადების შედეგად გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, – ისჯება ჯარიმით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

2. სახერხი საამქროს ტერიტორიაზე დიდი ოდენობით მრგვალი ხეტყის (მორის) მარკირების გარეშე განთავსება − ისჯება ჯარიმით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. შენიშვნა:

1. ამ მუხლში მრგვალი ხეტყის (მორის) დიდ ოდენობად ითვლება ის ოდენობა, რომლის უკანონო ჭრის/დამზადების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხამ შეადგინა 3 000 ლარი ან 3 000 ლარზე მეტი.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე. საქართველოს 2025 წლის 13 მაისის კანონი №565 – ვებგვერდი, 15.05.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/287-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/288.md
