---
title: "მუხლი 290. ვეტერინარიის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/290"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
article: "290"
identifier: "2287"
adopted: "1999-07-22"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 290. ვეტერინარიის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 290 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/290

1. ვეტერინარიის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა, რამაც გამოიწვია ეპიზოოტიის გავრცელება ან სხვა მძიმე შედეგი,   – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

2. ვეტერინარიის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა, რასაც მოჰყვა ეპიზოოტიური, ზოონოზური, ზოოანთროპონოზური სნეულებების გავრცელება ან სხვა მძიმე შედეგი, – ისჯება თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №458 – სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.83 საქართველოს 2004 წლის 28 ოქტომბრის კანონი №548 – სსმ I, №33, 12.11.2004 წ., მუხ.153

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/289-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/291.md
