---
title: "მუხლი 294. ადამიანის ჯანმრთელობისათვის ან ზღვის ცოცხალი ორგანიზმისათვის მავნე ნივთიერების ანდა სხვა ნარჩენის ან მასალის ზღვაში ჩაყრის შესახებ შეუტყობინებლობა იმ თანამდებობის პირის მიერ, რომელსაც ეს ევალება — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/294"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
article: "294"
identifier: "2287"
adopted: "1999-07-22"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 294. ადამიანის ჯანმრთელობისათვის ან ზღვის ცოცხალი ორგანიზმისათვის მავნე ნივთიერების ანდა სხვა ნარჩენის ან მასალის ზღვაში ჩაყრის შესახებ შეუტყობინებლობა იმ თანამდებობის პირის მიერ, რომელსაც ეს ევალება — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 294 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/294

გემის, სხვა მცურავი საშუალების, საჰაერო ხომალდის, პლატფორმის ან ზღვაში ხელოვნურად აგებული სხვა კონსტრუქციის სათანადო პასუხისმგებელი თანამდებობის პირის მიერ უახლოესი პორტის ადმინისტრაციისათვის, ხოლო ჩამარხვის მიზნით ჩაყრის შემთხვევაში – აგრეთვე ჩაყრის ნებართვის მიმცემი ორგანიზაციისათვის შეუტყობინებლობა იმისა, რომ საქართველოს შიდა ზღვის ან ტერიტორიული წყლების ფარგლებში ანდა ღია ზღვაში მზადდება ან უკიდურესი აუცილებლობის გამო მოხდა ჩაყრა ან აუცდენელი დაკარგვა ადამიანის ჯანმრთელობისათვის ან ზღვის ცოცხალი ორგანიზმისათვის მავნე ნივთიერებისა ან ისეთი შენარევისა, რომელიც ასეთ ნივთიერებას დადგენილი ნორმის გადამეტებით შეიცავს, ანდა სხვა ნარჩენისა ან მასალისა, რომელსაც შეუძლია დააზიანოს დასვენების ზონა ან ხელი შეუშალოს ზღვის მართლზომიერ გამოყენებას, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/293.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/295.md
