---
title: "მუხლი 298. წიაღისეულის გამოყენების ან დაცვის წესის დარღვევა — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/298"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
article: "298"
identifier: "2287"
adopted: "1999-07-22"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 298. წიაღისეულის გამოყენების ან დაცვის წესის დარღვევა — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 298 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/298

სამთომოპოვებითი საწარმოს ან მიწისქვეშა ნაგებობის დაპროექტების, განლაგების, რეკონსტრუქციის, ლიკვიდაციის, საექსპლუატაციოდ გადაცემის ან ექსპლუატაციის დროს წიაღისეულის გამოყენების ან დაცვის წესის დარღვევა, აგრეთვე თვითნებური მშენებლობა სასარგებლო წიაღისეულის განლაგების ადგილას, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №458 – სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.83

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/297.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/299.md
