---
title: "მუხლი 304¹. მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან საშეშე მერქნის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით ტრანსპორტირება — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/304-1"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
article: "304^1"
identifier: "2287"
adopted: "1999-07-22"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 304¹. მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან საშეშე მერქნის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით ტრანსპორტირება — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 304¹ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/304-1

1. მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან საშეშე მერქნის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო დოკუმენტის ან/და სპეციალური ფირნიშით მარკირების გარეშე ტრანსპორტირება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 128 2 მუხლის მე-4, მე-7 ან მე-8 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ − ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, − ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის კანონი №2197 – ვებგვერდი, 10.05.2018წ. საქართველოს 2025 წლის 13 მაისის კანონი №565 – ვებგვერდი, 15.05.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/304.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/305.md
