---
title: "მუხლი 306¹. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული საქმიანობის სკრინინგის გადაწყვეტილების ან გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების  გარეშე განხორციელება — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/306-1"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
article: "306^1"
identifier: "2287"
adopted: "1999-07-22"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 306¹. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული საქმიანობის სკრინინგის გადაწყვეტილების ან გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების  გარეშე განხორციელება — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 306¹ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/306-1

სკრინინგის პროცედურისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის სკრინინგის გადაწყვეტილების გარეშე განხორციელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ან გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე განხორციელება, ჩადენილი ასეთი ქმედებისთვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, − ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №910 - ვებგვერდი, 21.06.2017წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/306.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/306-2.md
