---
title: "მუხლი 306². გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/306-2"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
article: "306^2"
identifier: "2287"
adopted: "1999-07-22"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 306². გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 306² (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/306-2

1. „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 23 1 მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება − ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, − ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. შენიშვნა:

1. ამ მუხლის მიზნებისთვის გარემოსთვის მიყენებულ მნიშვნელოვან ზიანში იგულისხმება ისეთი ზიანი, როდესაც გარემოს დაზიანების დონე „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის №1 დანართით გათვალისწინებულ მნიშვნელოვანი ზიანის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს შეესაბამება.

2. ამ მუხლით გათვალისწინებულ პირში არ იგულისხმება ფიზიკური პირი, გარდა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ინდივიდუალური მეწარმისა.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით. საქართველოს 2021 წლის 2 მარტის კანონი №250 – ვებგვერდი, 12.03.2021წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №790 – ვებგვერდი, 04.07.2025წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/306-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/306-3.md
