---
title: "მუხლი 307¹. სამშობლოს ღალატი — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/307-1"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
article: "307^1"
identifier: "2287"
adopted: "1999-07-22"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 307¹. სამშობლოს ღალატი — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 307¹ (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/307-1

1. სამშობლოს ღალატად ითვლება საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ ამ კოდექსის 308-ე, 309-ე, 310-ე, 311-ე, 312-ე, 313-ე, 314-ე, 315-ე, 318-ე ან 319-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.

2. სამშობლოს ღალატისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. საქართველოს 2025 წლის 1 აპრილის კანონი №395 - ვებგვერდი 02.04.2025 წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/307.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/308.md
