---
title: "მუხლი 309. ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება ან მოლაპარაკების წარმოება — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/309-antikonstitutsiuri-khelshekrulebis-dadeba-an-molaparakebis"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
article: "309"
identifier: "2287"
adopted: "1999-07-22"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 309. ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება ან მოლაპარაკების წარმოება — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 309 (consolidated as of 2026-06-25), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/309-antikonstitutsiuri-khelshekrulebis-dadeba-an-molaparakebis

1. უცხო ქვეყანასთან, უცხოეთის ორგანიზაციასთან ან მათ წარმომადგენელთან ანტიკონსტიტუციური მოლაპარაკების წარმოება საქართველოს სუვერენიტეტის შეზღუდვის ან მისი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის სხვაგვარი ზიანის მიყენების მიზნით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

2. საქართველოს სახელით უცხო ქვეყანასთან ან უცხოეთის ორგანიზაციასთან ისეთი ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება, რომელიც ზღუდავს საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას, მის სუვერენიტეტს ან საფრთხეს უქმნის სხვა სახელმწიფოებთან საქართველოს მშვიდობიან თანაარსებობას, აგრეთვე ამგვარი ხელშეკრულების დასადებად სხვისთვის რწმუნების მინიჭება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90

## ამ მუხლთან დაკავშირებული სერვისები Legal.Ge-ზე

- [შესაბამისობის პროგრამის შემუშავება](https://legal.ge/ka/service/korporatsiuli-da-komertsiuli-samartali-ka/shesabamisobis-programis-shemushaveba-ka) (7 ვერიფიცირებული სპეციალისტი)
- [შეთქმულება ან ამბოხება (მუხლი 315) - ადვოკატი](https://legal.ge/ka/service/crim-siskhlis-samartali-ka/shetqmuleba-an-ambokheba-mukhli-315-advokati-ka) (4 ვერიფიცირებული სპეციალისტი)

## ვერიფიცირებული სპეციალისტები Legal.Ge-ზე

- [ვახტანგ ბარამაშვილი](https://legal.ge/ka/specialists/vakhtang-baramashvili-ka) — ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი; კონსულტაცია: ₾200
- [ირაკლი ღლონტი](https://legal.ge/ka/specialists/irakli-ghlonti-ka) — იურისტი; კონსულტაცია: ₾300
- [დავით მაისურაძე](https://legal.ge/ka/specialists/davit-maisuradze-ka) — იურისტი; კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით
- [ალექსანდრე ხარატიშვილი](https://legal.ge/ka/specialists/aleksandre-kharatishvili-ka) — ადვოკატი; კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით
- [ანა შავარდენიძე](https://legal.ge/ka/specialists/ana-shavardenidze-ka) — კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი; კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით
- [ნანა თურმანიძე](https://legal.ge/ka/specialists/nana-turmanidze-ka) — ბიზნეს იურისტი; კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სპეციალისტების სრული სია — კორპორაციული და კომერციული სამართალი: https://legal.ge/ka/specialists?l1=korporatsiuli-da-komertsiuli-samartali-ka

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/308-sakartvelos-teritoriuli-khelsheukheblobis-darghveva.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/310-sakartvelos-sagareo-ushishroebis-khelqopa.md
