---
title: "მუხლი 319². საქართველოში რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიის მიერ უცხოური სახსრების მიღება — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/319-2"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
article: "319^2"
identifier: "2287"
adopted: "1999-07-22"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 319². საქართველოში რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიის მიერ უცხოური სახსრების მიღება — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 319² (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/319-2

საქართველოში რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიის მიერ საქართველოს მოქალაქეობის არმქონე  პირისგან, საქართველოს ფარგლების გარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირისგან ან/და პირთა სხვა სახის გაერთიანებისგან, სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტისგან ნებისმიერი სახის შემოწირულების სახით უცხოური სახსრების პირდაპირ ან არაპირდაპირ მიღება − ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით სამასიდან ხუთას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე. საქართველოს 2026 წლის 4 მარტის კანონი №1380 – ვებგვერდი, 04.03.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/319-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/320.md
