---
title: "მუხლი 322². ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/322-2"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
article: "322^2"
identifier: "2287"
adopted: "1999-07-22"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 322². ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 322² (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/322-2

1. ოკუპირებულ ტერიტორიებზე „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) არაერთგზის; გ) ასეთი დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შემდეგ იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით. საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №795 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.282 თავი XXXVIII ტერორიზმი

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/322-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/323.md
