---
title: "მუხლი 322. სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულის ქმედითი მონანიება — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/322"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
article: "322"
identifier: "2287"
adopted: "1999-07-22"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 322. სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულის ქმედითი მონანიება — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 322 (consolidated as of 2026-06-25), legal.ge, https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/322

ის, ვინც ჩაიდინა ამ კოდექსის 309-ე და 311-ე მუხლებით , 314-ე და 315-ე მუხლების პირველი ნაწილებით და 319-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ ამის თაობაზე ნებაყოფლობით და დროულად განუცხადა ხელისუფლების ორგანოს და თუ თავიდან იქნა აცილებული საქართველოს ინტერესისათვის მოსალოდნელი ზიანი. თავი XXXVII 1 ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივი რეჟიმის დარღვევა საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №795 - სსმ I, №40, 29.12.2008 წ., მუხ.282

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/321-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/322-1.md
