---
title: "მუხლი 323¹. ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება ან გამოყენება ტერორისტული მიზნით — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/323-1-tsetskhlsasroli-iaraghis-sabrdzolo-masalis-petkebadi"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
article: "323^1"
identifier: "2287"
adopted: "1999-07-22"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 323¹. ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღება ან გამოყენება ტერორისტული მიზნით — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 323¹ (consolidated as of 2026-06-25), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/323-1-tsetskhlsasroli-iaraghis-sabrdzolo-masalis-petkebadi

1. ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება, ჩადენილი ტერორისტული მიზნით, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის მუქარა, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან რვა წლამდე.

3. ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენება, ჩადენილი ტერორისტული მიზნით, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.

4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის მუქარა, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თორმეტ წლამდე.

5. ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც ადამიანის სიკვდილი ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით. საქართველოს 2013 წლის 27 ნოემბრის კანონი №1641 - ვებგვერდი, 16.12.2013წ.

## ამ მუხლთან დაკავშირებული სერვისები Legal.Ge-ზე

- [იარაღით ვაჭრობა / გადაზიდვა (მუხლი 236)](https://legal.ge/ka/service/crim-siskhlis-samartali-ka/iaraghit-vachroba-gadazidva-mukhli-236-ka) (4 ვერიფიცირებული სპეციალისტი)
- [იარაღის უკანონო შეძენა/შენახვა/ტარება (მუხლი 236)](https://legal.ge/ka/service/crim-siskhlis-samartali-ka/iaraghis-ukanono-shedzenashenakhvatareba-mukhli-236-ka) (4 ვერიფიცირებული სპეციალისტი)

## ვერიფიცირებული სპეციალისტები Legal.Ge-ზე

- [გიორგი ფანცულაია](https://legal.ge/ka/specialists/giorgi-fantsulaia-ka) — ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი; კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით
- [ლექსო სვიმონიშვილი](https://legal.ge/ka/specialists/leqso-svimonishvili-ka) — ადვოკატი; კონსულტაცია: ₾250
- [თორნიკე ჩიქოვანი](https://legal.ge/ka/specialists/tornike-chikovani-ka) — თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.; კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით
- [მარიამ ჯორბენაძე](https://legal.ge/ka/specialists/mariam-jorbenadze-ka) — ადვოკატი  სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით; კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სპეციალისტების სრული სია — სისხლის სამართალი: https://legal.ge/ka/specialists?l1=crim-siskhlis-samartali-ka

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/323-teroristuli-akti.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/323-2-saertashoriso-terorizmshi-monawileoba.md
