---
title: "მუხლი 324¹. კიბერტერორიზმი — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
url: "https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/324-1-kiberterorizmi"
law: "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი"
article: "324^1"
identifier: "2287"
adopted: "1999-07-22"
consolidated_as_of: "2026-06-25"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 324¹. კიბერტერორიზმი — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

> Text consolidated as of 2026-06-25. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხლი 324¹ (consolidated as of 2026-06-25), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/324-1-kiberterorizmi

1. კიბერტერორიზმი, ესე იგი კანონით დაცული კომპიუტერული ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, მისი გამოყენება ან გამოყენების მუქარა, რაც ქმნის მძიმე შედეგის საშიშროებას, ჩადენილი მოსახლეობის დაშინების ან/და ხელისუფლების ორგანოზე ზემოქმედების მიზნით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.

2. იგივე ქმედება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით. საქართველოს 2002 წლის 28 დეკემბრის კანონი №1908 – სსმ I, №4, 22.01.2003 წ., მუხ.23 საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3530 - სსმ I, №37, 07.08.2006 წ., მუხ.271 საქართველოს 2012 წლის 2 მარტის კანონი №5744 – ვებგვერდი, 15.03.2012წ.

## ამ მუხლთან დაკავშირებული სერვისები Legal.Ge-ზე

- [ადევნება (მუხლი 151¹) - ადვოკატი საქართველოში](https://legal.ge/ka/service/crim-siskhlis-samartali-ka/adevneba-mukhli-151-advokati-saqartveloshi-ka) (11 ვერიფიცირებული სპეციალისტი)
- [არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფია (მუხლი 255-1)](https://legal.ge/ka/service/crim-siskhlis-samartali-ka/arasrultslovnis-gamosakhulebis-shemtsveli-pornografia-mukhli-255-1-ka) (11 ვერიფიცირებული სპეციალისტი)
- [მუქარა (მუხლი 151) - ადვოკატი საქართველოში](https://legal.ge/ka/service/crim-siskhlis-samartali-ka/muqara-mukhli-151-advokati-saqartveloshi-ka-2) (11 ვერიფიცირებული სპეციალისტი)
- [უნებლიე წვდომა პირადი ინფორმაციაზე](https://legal.ge/ka/service/crim-siskhlis-samartali-ka/uneblie-tsvdoma-piradi-informatsiaze-ka) (11 ვერიფიცირებული სპეციალისტი)

## ვერიფიცირებული სპეციალისტები Legal.Ge-ზე

- [ლიანა ზაგაშვილი](https://legal.ge/ka/specialists/liana-zagashvili-ka) — ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალისტი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი და ხელოვნური ინტელექტი; კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით
- [ვახტანგ ბარამაშვილი](https://legal.ge/ka/specialists/vakhtang-baramashvili-ka) — ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი; კონსულტაცია: ₾200
- [გიორგი გუბელაძე](https://legal.ge/ka/specialists/giorgi-gubeladze-ka) — ადვოკატი გიორგი გუბელაძე; კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით
- [ელვინ შეირიევი](https://legal.ge/ka/specialists/elvin-sheirievi-ka) — საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი; კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით
- [ლიზი ლომთაძე](https://legal.ge/ka/specialists/lizi-lomtadze-ka) — სისხლის სამართლის ადვოკატი; კონსულტაცია: ₾50
- [ნესტან ანანიძე](https://legal.ge/ka/specialists/nestan-ananidze-ka) — სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება; კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სპეციალისტების სრული სია — სისხლის სამართალი: https://legal.ge/ka/specialists?l1=crim-siskhlis-samartali-ka

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/324-teknologiuri-terorizmi.md
Next article: https://legal.ge/ka/law/16426-sakartvelos-siskhlis-samartlis-kodeksi/325-sakartvelos-sakhelmwipo-politikuri-tanamdebobis-pirze.md
